ტრიპოლიში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ლიბიის მთავრობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს.

მანამდე, ლიბიის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ტრიპოლიში სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულებაზე აცხადებდა.

როგორც ცნობილია, შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს.

როგორც მედია იუწყება, ვითარების ესკალაცია საპრეზიდენტო საბჭოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის აპარატის ხელმძღვანელის, აბდელღანი ალ-კიკლის მკვლელობას მოჰყვა.

ლიბიის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დედაქალაქის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

დაპირისპირებულ მხარეებს ამერიკის შეერთებული შტატები და გაერო კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები