აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის სამდღიანი ტურნე დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.
ტრამპმა ვიზიტამდე მის წინაშე მდგარი საგარეო პოლიტიკის გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, დღეს მსოფლიო გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ერთი კვირის წინ იყო.
ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი მიზნებია ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება.