საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრით დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრით დაიწყო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ლიდერებმა ერთმანეთს საქართველოსა და ყირგიზეთის მთავრობის წევრები წარუდგინეს.
გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.