არჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს
“ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით “ქრონიკასთან” განაცხადა.
მისი თქმით, თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს.
„შეუძლებელია, რომ ვინმემ ლოგიკურად ჩათვალოს, ან სამართლებრივად დასაბუთებულად – რა შუაშია ერთის მხრივ უვიზოდ გადაადგილება, რომელსაც აქვს თავისი საფუძვლები, ხოლო მეორე მხრივ კონკრეტული კანონების გაუქმება, რომელიც ქვეყანაში მიზნად ისახავს სუვერენიტეტის გაძლიერებას და სამართლიანი თამაშის წესების ჩამოყალიბებას. რეალურად, ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში.
თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს [ბრიუსელის] მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან. ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მზად, რომ სამართლიან წესებზე დაყრდნობით ვისაუბროთ ყველასთან და დავაფიქსიროთ პოზიციები. ეს მოხდა მაგალითად გუშინაც“, – აღნიშნა გორდულაძემ.