ინდონეზიაში სამხედრო მასალის განადგურების დროს აფეთქება მოხდა – დაიღუპა 13 ადამიანი
ინდონეზიის დასავლეთით, ჯავაში, ვადაგასული სამხედრო საბრძოლო მასალის განადგურების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას არმიის წარმომადგენლები ავრცელებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ვადაგასული საბრძოლო მასალის განადგურების მეორე ინციდენტია. გასული წლის მარტში, ჯაკარტასთან ახლოს, ინდონეზიის სამხედრო საწყობში, სადაც ვადაგასული საბრძოლო მასალა ინახებოდა, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რამაც აფეთქებების სერია გამოიწვია.
სამხედრო პრესსპიკერმა, კრისტომეი სიანტურიმ განაცხადა, რომ დაღუპულთაგან ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე იყო, ხოლო ოთხი – სამხედრო მოსამსახურე.
მანვე დასძინა, რომ სამხედროები ინციდენტის მიზეზებს იძიებენ. გამოძიება ასევე მოიცავს, თუ როგორ მიეცათ მშვიდობიან მოსახლეობას აფეთქების ადგილთან მიახლოების უფლება.