უკრაინა რუსეთთან საზღვრის თითქმის 300 კილომეტრს აღარ აკონტროლებს

უკრაინის სასაზღვრო სამსახური რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფო საზღვრის 298,5 კილომეტრს ვეღარ აკონტროლებს. ამ მონაცემებს უკრაინული პრესა ავრცელებს. დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში რუსეთთან საზღვრის დიდი მონაკვეთი „ბოევიკების“ კონტროლის ქვეშაა.
სასაზღვრო სამსახურის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის სერგეი მოსკალენკოს განცხადებით, სეპარატისტები დონეცკის საზღვრის 178,5 კილომეტრს, ლუგანსკის საზღვრის კი 120 კილომეტრის აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები