ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სამამულო ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს
,,80 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან – ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს სამამულო ომში დაღუპულებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას მერი, მოადგილეებთან, მერიის სამსახურებთან, საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო.