ანა ჭელიძე ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის რეგიონული ტურნირის გამარჯვებულია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე ქრისტინა კობახიძემ, ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის, ტანვარჯიშის წრის აღსაზრდელს, ანა ჭელიძეს საერთაშორისო ტურნირში გამარჯვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

პიარსამსახურის ცნობით, ჭელიძემ ოქროს მედალი საგარეჯოს ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის რეგიონულ ტურნირში მოიპოვა, რომელშიც 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხატვრული ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და მცირე დროში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები ასევე გადასცეს ანა ჭელიძის პედაგოგებს – სალომე ბურდილაძესა და ასმათ ჯაფარიძეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები