„კანადა არ იყიდება“ – მარკ კარნის პასუხი ტრამპს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის კვლავ მიიჩნევს, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.

შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების ლიდერმა თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მე მჯერა, რომ ეს კანადის მოქალაქეებისთვის გადასახადების მასიური შემცირებას გამოიწვევს. თქვენ მიიღებთ უფასო სამხედრო სამსახურს, უზარმაზარ სამედიცინო მომსახურებას და სხვა. ეს ბევრ უპირატესობას მოიტანს“, – თქვა ტრამპმა.

როგორც მან აღნიშნა, ის გულის სიღრმეში უძრავი ქონების დეველოპერია და როდესაც ორ ქვეყანას ერთად შეხედა, თქვა: „მე ვთქვი, რომ ასე უნდა ყოფილიყო“.

„მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებთ, თუ ვინმეს არ სურს ამის განხილვა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, კარნიმ უპასუხა და ტრამპს უთხრა: „როგორც უძრავი ქონებიდან იცით, არის ადგილები, რომლებიც არასდროს იყიდება. ის არ იყიდება. ის არასდროს გაიყიდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები