სატარიფო დაძაბულობის ფონზე, ტრამპი თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღევანდელი შეხვედრა სავარაუდოდ, ტარიფებსა და აშშ-კანადის ურთიერთობებს შეეხება.
როგორც უცხოური მედია იუწყება, აღნიშნული შეხვედრა ტრამპის მიერ ბოლო თვეებში აგრესიული სატარიფო ბლიცის შემდეგ იმართება, რამაც ამერიკისა და კანადის ხანგრძლივი ურთიერთობა შეარყია. ტარიფები ასევე უნებლიეთ კარნის პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაციაში დაეხმარა.
კანადა ამერიკის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია და მისი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა მრავალ ფრონტზე, ეროვნული უსაფრთხოებიდან კომერციამდე.
ტრამპის მიმართ გასაოცარი კრიტიკის სახით, კანადის ლიბერალურმა პარტიამ, კარნის ლიდერობით, გასულ კვირას ფედერალური არჩევნები მოიგო, რამაც ახლადარჩეული მთავრობა ტრამპის ადმინისტრაციასთან შეჯახების გზაზე დააყენა. არჩევნების შემდგომ გამომწვევ გამოსვლაში კარნიმ თქვა: „ჩვენ გადავლახეთ ამერიკული ღალატის შოკი, მაგრამ არასდროს უნდა დავივიწყოთ გაკვეთილები“.