ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სანას აეროპორტი დაბომბეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში, იემენზე საჰაერო დარტყმების ტალღის დაწყება დაადასტურეს და განაცხადეს, რომ მათ ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი სანას საერთაშორისო აეროპორტი გაანადგურეს.

მათივე განმარტებით, ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ ისრაელზე განხორციელებული განმეორებითი სარაკეტო და დრონებით თავდასხმების საპასუხოდ მოხდა.

“ჰუსიტები აეროპორტს იარაღისა და ოპერატიული პერსონალის გადასატანად და ჰუსიტების რეჟიმი მას რეგულარულად მართავს ტერორისტული მიზნებისთვის იყენებდნენ”,- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აეროპორტზე თავდასხმამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილეს.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სამიზნედ სანასთან ახლოს მდებარე რამდენიმე ელექტროსადგური დაასახელეს, ასევე დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ცემენტის ქარხანა, რომელსაც დაჯგუფება ინფრასტრუქტურისა და გვირაბების მშენებლობისთვის იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები