მაკრონმა სირიის ახალი პრეზიდენტი საფრანგეთში მიიწვია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზში 7 მაისს სირიის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდება,- ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

“შეხვედრის დროს, მაკრონი კვლავ გაიმეორებს საფრანგეთის მხარდაჭერას თავისუფალი, სტაბილური და სუვერენული სირიის რეკონსტრუქციის მიმართ, რომელიც სირიელი საზოგადოების ყოველ კომპონენტს სცემს პატივს.

ეს შეხვედრა ნაწილი იქნება საფრანგეთის ისტორიული ერთგულებისა სირიელი ხალხის მიმართ, რომლებიც მშვიდობისა და დემოკრატიისკენ მიისწრაფვიან”. – ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

მედიის ცნობით, მაკრონი იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც სირიის ახალ ხელმძღვანელთან თებერვალში სატელეფონო საუბარი გამართა და პარიზში დაპატიჟა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები