პოლონეთი აცხადებს, რომ რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს
პოლონეთი რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის უპრეცედენტო მცდელობის წინაშე დგას, – ამის შესახებ ციფრული უწყების მინისტრმა, კრიშტოფ გავკოვსკმა განაცხადა,.
მან აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც საარჩევნო კამპანია 18 მაისს, დაგეგმილი პირველი ტურის დასკვნით ეტაპში შევიდა.
მინისტრის თქმით, რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას განსაკუთრებით იმის გამო, რომ პოლონეთი უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ერთ-ერთი მთავარი ევროპული სახელმწიფოა.
პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის გამო, ის რუსული დივერსიების, კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის მცდელობების მთავარ სამიზნედ იქცა. ვარშავა ჩარევის მაღალი მზადყოფნის რეჟიმშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუმინეთმა დეკემბერში რუსეთის ჩარევის ბრალდებების გამო საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმა.
რუსეთის საელჩოს პოლონეთში, მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.