ჩინეთმა და ევროპარლამენტმა გადაწყვიტეს, ორმხრივ კონტაქტებზე შეზღუდვები სრულად მოხსნან
ჩინეთმა და ევროპარლამენტმა გადაწყვიტეს, ურთიერთშეთანხმებით, სრულად მოხსნან ორმხრივი კონტაქტების შეზღუდვები, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩინეთისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობებმა ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო გარკვეული გადახვევები განიცადა.
პრესსპიკერმა დასძინა, რომ ამჟამინდელ ვითარებაში, ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირისთვის დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება დიდი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ გვჯერა და ველოდებით, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების სრულად აღდგენით, ორივე მხარე გააღრმავებს კომუნიკაციას, რაც ახალ იმპულსს შესძენს ჩინეთ-ევროპის ურთიერთობების მდგრად, ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ძიანმა.