სუდანში რამდენიმე აფეთქება მოხდა

სუდანის ქალაქ პორტ-სუდანში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

ორწლიანი სამოქალაქო ომის გამო, ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა თავშესაფარი სწორედ პორტ-სუდანში იპოვა.

არმიასა და პარამილიტარულ „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის კონფლიქტმა, მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

როგორც “როიტერი” წერს, ქვეყნის მთავარი საზღვაო პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან კვამლის მუქი ღრუბლები ამოდიოდა.

ამასთან, კვირას, სუდანის ერთადერთ მოქმედ საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზას დრონები დაესხნენ თავს, ორშაბათს კი ქალაქში საწვავის საწყობები დაიბომბა.

განხორციელებული თავდასხმები დაგმო მეზობელმა ეგვიპტემ და საუდის არაბეთმა, ასევე შეშფოთება გამოხატა გაერო-მ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები