პიტ ჰეგსეთი სამხედრო ლიდერების შემცირებას გეგმავს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, ოთხვარსკვლავიანი ოფიცრების რაოდენობის 20%-ით შემცირების განკარგულება გასცა, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ამასთან, 20 პროცენტით შემცირდება ეროვნულ გვარდიაში გენერლების ოდენობა, ხოლო არმიისა და ფლოტის უმაღლესი რანგის ოფიცერთა რიცხვი 10 პროცენტით დაიკლებს.

„მეტი გენერალი და ადმირალი მეტ წარმატებას არ იწვევს“, – განაცხადა ჰეგსეთმა.

მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული შტაბების უფროსებთან კოორდინაციით განხორციელდა და ძალოვან სტრუქტურებში პერსონალის სიჭარბის აღმოფხვრაზეა მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები