რუსული შეტევის სამიზნე ხარკოვი გახდა(ფოტო)

6 მაისს, გამთენიისას, ხარკოვში აფეთქებები იყო,- ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ქალაქზე თავდასხმა რუსულმა „შაჰედის“ ტიპის სადესანტო დრონებმა განახორციელეს. დარტყმის ადგილებში ხანძარი გაჩნდა.

ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით , ხანძრის შედეგად დაახლოებით 90 კომერციული ობიექტი დაზიანდა, ხოლო 20 დაიწვა. მათი თქმით, ხანძარი 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

იერიშის სამიზნე გახდა ოდესაც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები