ისრაელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ხანძრებს ებრძვის – სიტუაცია ჯერ კიდევ ვერ კონტროლდება(ფოტო,ვიდეო)

იერუსალიმის გარეუბანში ხანძრები კვლავ მძვინვარებს, რამაც მასობრივი ევაკუაცია, მთავარი მაგისტრალების დახურვა და მასშტაბური საგანგებო რეაგირება გამოიწვია.

ხანძარი სრულად კონტროლს არ ექვემდებარება, თუმცა საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლები ლოკალიზების მცდელობებში პროგრესს იუწყებიან.

ისრაელის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა განაცხადა, რომ საჰაერო მხარდაჭერა ამჟამად გადამწყვეტ როლს ასრულებს. „როიტერის“ ცნობით, მობილიზებული იყო 120 სახანძრო დანაყოფი თვითმფრინავებთან, ვერტმფრენებთან და სამხედრო ჯგუფებთან ერთად. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სამძებრო-სამაშველო პერსონალი, სახანძრო მანქანები, წყლის ავზები და „სუპერ ჰერკულესის“ თვითმფრინავები განალაგეს.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იტალიიდან და ხორვატიიდან დასახმარებლად სამ ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავს გაგზავნიან. ისრაელი ასევე დაუკავშირდა საბერძნეთს, კვიპროსს, ბულგარეთს და სხვა ქვეყნებს.

ხანძრის გაჩენის შემდეგ, სულ მცირე, 18 ადამიანი დაშავდა კვამლის შესუნთქვისა და მსუბუქი ტრავმების შედეგად, მათ შორის ორი ბავშვი. ორი მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის ზუსტი მიზეზი გაურკვეველი რჩება, თუმცა, გამოცემა „The Times of Israel“ -ის ცნობით, სამხრეთ იერუსალიმში ხანძრის გაჩენის მცდელობის ბრალდებით 50 წლის მკვიდრი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები