უნგრეთის პარლამენტმა ICC-დან გასვლას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა,- ინფორმაციას X-ზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ავრცელებს.
“ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ პოლიტიზებული ინსტიტუტის წევრი, რომელმაც მიუკერძოებლობა და სანდოობა დაკარგა”- წერს სიიარტო.
მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა აპრილის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს.
მან ეს ნაბიჯი გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ჩავიდა. ICC-ის მიერ კი მის წინააღმდეგ გაცემულია დაკავების ორდერი, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს ის დააკავონ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედიოდა უნგრეთიც. უნგრეთმა კი ნეთანიაჰუს დაკავების თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უარყო.