ერაყში ათასობით ერთეული ქიმიური იარაღი აღმოაჩინეს
ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ერაყში 5 000 ერთეული ქიმიური იარაღი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია პრესაში ახლახან გაჩნდა, თუმცა თვითონ აღმოჩენა 2004 -2011 წლებში მოხდა. ამ ინფორმაციის წყაროდ უცხოური მედია ვაშინგტონის წარმომადგენლებს და აშშ-ს მთავრობის საიდუმლო დოკუმენტებს ასახელებენ, რომელთა მიწოდება კანონის ფარგლებში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქიმიური იარაღის სამხედრო არსენალმა, რომელიც სადამ ჰუსეინის დროს იყო დატოვებული, აშშ-ს ჯარის 6 სამხედრო დააზიანა. გარდა ამისა, მოიწამლა კიდევ რამოდენიმე ერაყელი პოლიციელი და ამერიკელი ჯარისკაცი. უცხოური პრესის ცნობით, დაზარალებულთა რაოდენობა ბევრად უფრო დიდია. ნაპოვნი იქიმიური იარაღის რაოდენობაც ოფიციალურად გამოქვეყნებულ ციფრს ბევრად აჭარბებს.