შვედეთის ატაშეს დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოში დაჭრილების ხილვისას გული წაუვიდა

შვედეთის ატაშეს დნეპროპეტროვსკის საავადმყოფოში დაჭრილების ნახვისას გული წაუვიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია დნეპროპეტროვსკის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სოციალურ ქსელში განათავსა.
მისი განმარტებით, შვედეთის სამხედრო ატაშე 19 წლის დაჭრილის დანახვაზე ცუდად გახდა და დაეცა. ახალგაზრდა ბიჭს უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა. რეანიმატოლოგებმა გულწასულ ატაშეს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და როგორც ექიმი წერს, მას ეს სტუმრობა მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ასევე როგორც ექიმმა ჟურნალისტებს აცნობა, დაჭრილ უკრაინელ მეომრებს ფრანგმა ნეიროქირურგებმა რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები