Le Figaro-მ გაარკვია, თუ რატომ არ ჩანდა კიმ ჩენ ინი დიდი ხნის მანძილზე

გამოცემა „Le Figaro“-მ მოახერხა დაედგინა, თუ რატომ არ ჩანდა კიმ ჩენ ინი დიდი ხნის მანძილზე. როგორც გამოცემა იტყობინება, კიმ ჩენ ინი, რომელიც პუბლიკის წინაშე თვეზე მეტია არ გამოჩენილა, ამ ხნის განმავლობაში სიმსივნის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.
„Le Figaro“ თავის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეელმა დიქტატორმა ფხენიანის პონხვას კლინიკაში კოჭზე სიმსივნე ამოიკვეთა. დიქტატორის მეუღლე რი სოლ იუ და უმცროსი და კიმ ე ჩენიც მთელი ამ დროის მანძილზე კიმ ჩენ ინის გვერდით იმყოფებოდნენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინს ოპერაცია სფრანგეთიდან მიწვეულმაქირურგმა გაუკეთა. ექიმის ვინაობას გამოცემა არ ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები