მასობრივი ჩხუბი ლონდონის მეტროში

ლონდონის მეტროში მასობრივი ჩხუბი მოხდა, რის შედეგედაც ორი ადამიანი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის მოხდა, რომელშიც მეტროადგურის სხვა მგზავრებიც ჩაერთვნენ. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ახალგაზრდამ დანა გამოიყენა, რასაც სხვების მხრიდან ხელკეტების, მაჩეტეს, ველოსიპედის ჯაჭვების და სხვა ნივთების საჩხუბრად გამოყენება მოჰყვა. ბრიტნული მედიის ცნობით, მეტროსადგურ „Belsize Park“-ში მისული მეტროს მგზავრები შემთხვევით ამ ჩხუბის მონაწილეები გახდნენ, რასაც მათ შორის პანიკა და არეულობა მოჰყვა. მოგვიანებით ლონდონის პოლიციამ მთლიანად დაკეტა მეტროსადგურის შესასვლელი. ამ დროისთვის დაპირისპირება აღკვეთილია დაჭრაში ეჭვმიტანილი ორი ახალგაზრდა დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები