იტალიელმა მედდამ 38 პაციენტი მოკლა და გარდაცვლილებთან ფოტოები გადაიღო

იტალიის პროვინცია რავენაში, ლუგოს საავადმყოფოს მედდა დანიელა პოჯიალი 38 ადამიანია მკვლელობაშია ბრალდებული. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა „Corriere della Sera“ ავრცელებს. იტალიელი სამართალდამცავების ვერსიით, 42 წლის დანიელა მორიგეობის დროს ავადმყოფებს კალიუმის ქლორიდით კლავდა და შემდეგ მათთან ფოტოებს იღებდა.
მედდასთან დაკავშირებით ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მორიგეობისას 78 წლის როზა კალდერონი გარდაიცვალა. საეჭვო ის გახლდათ, რომ ასაკოვან პაციენტს სიცოცხლისთვის სახიფათო არანაირი დაავადება არ აწუხებდა.
ამ ფაქტის შემდეგ საავადმყოფოში 2014 წლის პირველი კვარტალის არქივი შეისწავლეს. როგორც გაირკვა, პოჯიალის მორიგეობისას პაციენტების გარდაცვალება უჩვეულოდ ხშირი აღმჩნდა.
ამის შემდეგ პოჯიალის ერთ-ერთმა კოლეგამ განაცხადა, რომ კალდერონის სიკვდილის შემდეგ დანიელამ მას გარდაცვლილთან ფოტოს გადაღება სთხოვა. ქალბატონის განცხადებით, იმ მომენტისათვის პოჯიალი ეიფორიის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
საავადმყოფოს სხვა თანამშრომლების განცხადებით, პოჯიალის ძალზე შურისმაძიებლური ხასიათი ჰქონდა და მას შეეძლო ნებისმიერი მეთოდით დაესაჯა პაციენტები, რომლებმაც ის გაანაწყენეს. მათივე თქმით პოჯიალის მორიგეობისას პაციენტები ყოველ მიზეზ გარეშე იღუპებოდნენ.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა მედდას ტელეფონში გარდაცვლილი პაციენტების ფოტოები აღმოუჩინეს. დანიელას კოლეგების თქმით, ის ხშირად სიხილით ჰყვებოდა, რომ ავადმყოფებს კალიუმის ქლორიდით წამლავს, თუმცა ამას ისე აკეთებდა რომ ყველას ხუმრობა ეგონა.
გამომძიებლები გამოტყდნენ, რომ პოჯიალის საქმეში ბევრი სირთულეა. პრობლემა ისაა, რომ კალიუმი სწრაფად ქრება სხეულიდან და ძნელია მისი კვალის აღმოჩენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები