ინდოეთმა ქაშმირის თავდასხმის შემდეგ პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო პუნქტი დახურა
ინდოეთმა, ქაშმირში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 26 ტურისტის დაღუპვის შემდეგ, პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა,- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის გამო დიპლომატები გააძევეს და წყლის განაწილების შესახებ ისტორიული ხელშეკრულება შეაჩერეს.
“დღეს, მთელი მსოფლიოს წინაშე ვამბობ, რომ ინდოეთი ყველა ტერორისტისა და მათი თანამზრახველის ვინაობას დაადგეს, მათ იპოვის და დასჯის. ისეთ სასჯელს მიიღებენ, რომლის წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ. დაისჯება ყველა ტერორისტი და მათი მხარდამჭერი, რომელთა თავდასხმასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა. ინდოეთი ქაშმირის თავდამსხმელებს „დედამიწის ბოლოებამდე“ დაედევნება”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.
პაკისტანის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი გამოეხმაურა ინდოეთის საპასუხო ზომებს და თითქმის იდენტურად უპასუხა. მათი ცნობით, ინდოეთის მიერ წყლის ხელშეკრულების შეჩერებაზე უარის თქმა, წყლის შეჩერების ან გადამისამართების ნებისმიერი მცდელობა, ომის აქტად ჩაითვლება.
“პაკისტანი და მისი შეიარაღებული ძალები რჩებიან სრულად ქმედით უნარიანები და მზად არიან, დაიცვან მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”,- ნათქვამია პაკისტანის ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთან, როგორც “ბიბისი” წერს, ქაშმირში თავდასხმასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაახლოებით 1500 ადამიანი დააკავეს.
შეგახსენებთ, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა.