ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა
24 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსთავის N17 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავდადებულებს, მათ შორის, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილ მსჯავდადებულებს შეხვდა.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, სახალხო დამცველი პატიმართა განთავსების პირობებთან დაკავშირებით ესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას; დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები, საცხოვრებელი და საერთო სივრცეები, ასევე, გაეცნო დაწესებულების ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე მშენებლობის მდგომარეობას.
“სახალხო დამცველი მუდმივად ახორციელებს პენიტენციურ სისტემაში პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის ზედამხედველობას”, – წერია ინფორმაციაში.