თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე ბინების ძარცვისთვის დააკავეს
თურქეთის ქალაქ ტეკირდაკში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანი ბინების ძარცვაშია ეჭვმიტანილი.
დაკავებულები 30-დან 44 წლამდე მამაკაცები არიან. მათი ავტომანქანის ჩხრეკისას, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ნომრებით მოძრაობდა, ამოღებულია პისტოლეტის 100-მდე ვაზნა და საკეტების გასატეხი მოწყობილობები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ეჭვმიტანილნი არიან 6 ბინის ძარცვაში. მიმდინარეობს გამოძიება.