ქართულ-სერბული ლიტერატურული თანამშრომლობის დღეები მწერალთა სახლში

22-25 აპრილს, მწერალთა სახლში, ქართულ-სერბული ლიტერატურული თანამშრომლობის დღეები გაიმართება. მწერალთა სახლის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ექვსი ქართველი და ექვსი სერბი პოეტი რამდენიმე დღის განმავლობაში ერთობლივ შემოქმედებით პროცესში ჩაერთვებიან.
პროექტის ფარგლებში ითარგმნება თითოეული პოეტის ორ-ორი ლექსი, რომელთა საფუძველზე გამოიცემა ორენოვანი კრებული.
სარეზიდენციო და მთარგმნელობითი პროგრამის მონაწილე ავტორები 24 აპრილს პოეტურ საღამოს გამართავენ და საკუთარი შემოქმედებით მკითხველის წინაშე წარდგებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები