გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა
გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, ერთი ადამიანი კი მსუბუქად დაიჭრა.
არსებული ვერსიით, შემთხვევა მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
“კვირა” დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.