ნატო-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება – კელოგი

ნატო-ში უკრაინის წევრობა არ განიხილება, – ამის შესახებ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გუნდი ამ კვირაში ლონდონში დაბრუნდება, უკრაინაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ნატო-ში გაწევრიანება არ განიხილება.

“დავიღალეთ იმით, რაც ხდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სხვა საკითხი მსოფლიოში, რომელშიც შეერთებული შტატები უნდა იყოს ჩართული. ეს ომი ძალიან დიდხანს გრძელდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა. ერთ მაგალითს მოვიყვან. მაგალითი, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვქონდა და ნატო არ განიხილება. უკრაინა არ გახდება მისი ნაწილი. ეს ახალი არ არის. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ 2008 წლიდან, როდესაც ელჩმა ბერნსმა უთხრა კონდოლიზა რაისს, რომ ეს გადაჭარბებული მოლოდინი იყო“, – განაცხადა კიტ კელოგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები