19 აპრილი თემურ ქევხიშვილის დაბადების დღეა

ქართველი მომღერალი (ლოტბარი), პედაგოგი თემურ ქევხიშვილი დაიბადა 1940 წლის 19 აპრილს (ახალსოფელი, ყვარლის რაიონი). მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის დირიჟორი). 1961–1976 წლებში იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. წლების მანძილზე იყო სხვადასხვა ანსამბლის და გუნდის ლოტბარი და ხელმძღვანელი, პედაგოგი. 1981–1990 წლებში იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ – ავტორი და წამყვანი. მისი ქართული რეპერტუარი ძირითადად მოიცავდა ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს. გასტროლებით იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა. მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია (2012). დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (1991).

თემურ ქევხიშვილი  გარდაიცვალა 2020 წლის 8 დეკემბერს, 80 წლის ასაკში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები