ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა,- ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ვატიკანის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ის გარდაიცვალა თავის რეზიდენციაში, ვატიკანის კაზა სანტა მარტაში.

„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა ვაცნობო ჩვენი წმინდა მამა ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, – განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა.

გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა.

პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირით ადრე, ვატიკანის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომის პაპ ფრანცისკეს ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.თუმცა, მათივე ცნობით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.

პაპი ფრანცისკე კლინიკიდან 24 მარტს გამოწერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები