აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხვალ ჩინეთს ეწვევა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი 22-24 აპრილს ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა,- ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით 22-დან 24 აპრილამდე ეწვევა”,- ნათქვამია სახელმწიფოს განცხადებაში.
ვიზიტის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.