ალექსანდრე დარახველიძე – 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა; ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო

“პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბრის ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში, [გიორგი ზაბახიძე] იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მოქმედებებს, კორდონში დგომის დროს მას მოხვდა აქციის მოძალადე წევრის მხრიდან ნასროლი ბლაგვი საგანი თვალის არეში, წაიქცა და დასჭირდა სამედიცინო დახმარება”, – ამის შესახებ „იმედის კვირაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, აქციაზე დაშავებულ პოლიციელზე, გიორგი ზაბახიძეზე საუბრისას განაცხადა

„გიორგი არის გამოცდილი პოლიციელი, 8 წელია, სისტემაში მუშაობს. მას ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. რა თქმა უნდა, ურთულდება სამუშაოს შესრულება. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი წარუშლელი და მძიმე დაზიანება მიიღო.

ერთ-ერთ პოლიციელს ჩაფხუტში მოხვდა ნასროლი პიროტექნიკა და ცეცხლი წაეკიდა სხეულზე. რომ არა ჩვენი პოლიციელების დროული რეაგირება, რთული იქნებოდა მისი გადარჩენა და დღემდე მას აქვს სმენის სერიოზული დაქვეითება“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები