ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
,,ირაკლი ჩიქოვანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრი გმირების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.
ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და გმირების თანამებრძოლები”,- წერია ინფორმაციაში.