“დავიწყეთ მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის; მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ქართველ ამომრჩეველს მხარდაჭერა 64-ვე მუნიციპალიტეტში” – ბოჟაძე
“ოპოზიცია ელოდება გარედან გადაწყვეტილებებს, რა დავალებებს მიიღებენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით, ამიტომაც არიან ისინი დღემდე გაურკვევლობაში,” – ამის შესახებ ქართული ოცნების” წევრმა, ლადო ბოჟაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ უკვე დავიწყეთ მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მზად ვართ, კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ქართველ ამომრჩეველს მხარდაჭერა 64-ვე მუნიციპალიტეტში, მოვიგოთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნები.
რაც შეეხება იმას, ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ცალკე თუ ერთად მიიღებენ, ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ 4 ოქტომბერსაც ისევე გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად, როგორც გავიმარჯვეთ 26 ოქტომბერს”, – აღნიშნა ბოჟაძემ.