აშშ-ში, ფლორიდის შტატის უნივერსიტეტში, თავდამსხმელმა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი მოკლა,- ინფორმაციას Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიჭრა.
პოლიციის ინფორმაციით, 20 წლის ეჭვმიტანილი შერიფის ვაჟია, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა დედის სამსახურებრივ იარაღზე.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანილი.
თავდასხმის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.