თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 20 ოჯახს, სააღდგომო ამანათები გადაეცათ
“ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას სააღდგომო ნობათები გადასცა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამანათი თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 20 პირს გადაეცა.
თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ზამთრის განმავლობაში დაკეტილია. მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უფასოდ ემსახურება.