EU-ში რუსული თხევადი გაზის იმპორტის შეთანხმება გადაიდო

ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ბლოკში რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვის იდეაზე,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.

მედიის ცნობით, ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვის იდეა წევრი ქვეყნების წინააღმდეგობისა და ალტერნატიული მომწოდებლების მიმართ არსებული გაურკვევლობის გამო გადაიდო.

ამის ნაცვლად, კომისიას სურს შეადგინოს ახალი საგზაო რუკა, რათა დაასრულოს ბლოკის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე 2027 წლისთვის. გეგმა მაისის დასაწყისში გამოცხადდება.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის მიერ 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ ბუნებრივ აირსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება დაიწყეს.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს მოუწოდებდა, რომ რუსულის ნაცვლად ამერიკული LNG შეეძინა, თუმცა ამ შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია და ევროკავშირი ფრთხილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები