“აშშ სავაჭრო ომების ფონზე გარიგებებს ეძებს” – ტრამპი იაპონიასთან სატარიფო მოლაპარაკებებს უერთდება
“აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უშუალოდ ჩაერთო სავაჭრო მოლაპარაკებებში იაპონელ ოფიციალურ პირებთან, რაც არის ტრამპის მკაცრი სატარიფო პოლიტიკის მთავარი გამოცდა, რადგან მისმა ტარიფებმა შეარყია ეკონომიკა და აიძულა ადმინისტრაცია, დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ის სწრაფად მიაღწევდა გარიგებებს”,- ამის შესახებ apnews-ი წერს.
იაპონიისა და აშშ-ის დელეგაციები სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ. შეხვედრას პრეზიდენტი ტრამპიც დაესწრო.
იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შიგერუ იშიბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა მთავარმა სავაჭრო მომლაპარაკებელმა, რიოსეი აკაზავამ ვაშინგტონიდან უთხრა მას, რომ მოლაპარაკებები იყო “ძალიან გულწრფელი და კონსტრუქციული”.
აკაზავამ განაცხადა, რომ ტრამპი იაპონიას სავაჭრო მოლაპარაკებებში პრიორიტეტად მიიჩნევს.
როდესაც ტრამპი ამბობს, რომ 70 ან 100 ქვეყანა დგას რიგში შესახვედრად, პრეზიდენტი ვერ შეძლებს ყველა მათგანთან შეხვედრას. ამიტომ მოლაპარაკებები იაპონიასთან პრიორიტეტულია. ვფიქრობ, მისი დასწრება ამის ნათელი დასტურია“,- აღნიშნა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა.
“დიდი პატივია, რომ ახლახან შევხვდი იაპონიის დელეგაციას ვაჭრობის საკითხებში. ესაა დიდი პროგრესი!”,- განაცხადა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.