ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწყვლადი კატეგორიის 155 ოჯახს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, პაპუნა მუშკუდიანთან, ერთად „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააღდგომო ნობათის მომზადების პროცესში, ტრადიციულად, კომპანია „სავანეთი“ ჩაერთო. სასურსათო ნობათი ჯამში 155 ოჯახს გადაეცა, რომელთა შორის იყვნენ შინმოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები