გორში, ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გორში, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაიღუპა ორი ადამიანი.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.