პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს რამდენიმე ოპერაცია საქართველოსა და თურქეთში ჩაუტარდა, თუმცა, მისთვის მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.