საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმა განხორციელდა

ბოლო ღამეებში, საფრანგეთის რამდენიმე ციხეზე თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით, – ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დერმანენმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს იყო პასუხი მთავრობის მიერ კოკაინის ტრეფიკინგის გაზრდით გამოწვეული ნარკოტიკებით ვაჭრობის შეჩერებაზე და რომ მთავრობას ნარკო მოვაჭრეებთან პრობლემები აქვს.

მედიაში გავრცელებული ცნობით, რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ცეცხლი გაუხსნეს. ასევე, დაფიქსირდა ავტოსადგომზე მდგარი მანქანების დაწვის შემთხვევებიც.

სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა უფლებების დამცველმა პროფკავშირებმა მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვეს და მთავრობას მოუწოდეს, ციხეების თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები