პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები წარადგინა
პარიზის წიგნის ფესტივალზე სტუდია „ქართულმა ფილმმა“ ქართული დიაფილმებით შთაგონებული საბავშვო წიგნები წარადგინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „გრან პალეში” მოწყობილ საბავშვო სოფელში, „ქართული ფილმის“ დირექტორმა ხათუნა ხუნდაძემ ფესტივალის პატარა სტუმრებს ქართული დიაფილმების ისტორია გააცნო. ილუსტრირებული ზღაპარი დიაფილმების გამოსახულებებით, ფრანგულ ენაზე საფრანგეთში მცხოვრებმა ნატალია შენგელიამ წაიკითხა.
პატარა მკითხველებს ქართული წიგნები და დიაფილმები საჩუქრად გადაეცათ.
