გიორგი გაბუნია: სახელმწიფო კამერული გუნდი, იგივე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი დღეს დღეობით არის უნიკალური
„სახელმწიფო კამერული გუნდი, იგივე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი დღეს დღეობით არის უნიკალური,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ სამების საპატრიარქო სახელმწიფო კამერული გუნდის მიერ სოლო კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ბევრი სირთულით სავსე გზა განვლო. ფაქტია, რომ ეს გუნდი დღემდე მოვიდა და მოვიდა ასეთი საშემსრულებლო დონით.
„სახელმწიფო კამერული გუნდი, იგივე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი დღეს დღეობით არის უნიკალური. გუნდმა, რომელიც 1998 წლიდან დღემდე პატრიარქთან გალობს და ღვთისმსახურებაში მონაწილეობს, განვითარების ძალიან რთული – ბევრი დაბრკოლება, ბევრი სირთულით სავსე გზა განვლო. ფაქტია, რომ ეს გუნდი დღემდე მოვიდა და მოვიდა ასეთი საშემსრულებლო დონით“, – განაცხადა გაბუნიამ.