12 აპრილი მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა
12 აპრილი პოეტ მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა. მას დღეს 96 წელი შეუსრულდებოდა.
მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი პოეტის ლექსს აქვეყნებს.
პოეტი 1929 წლის 12 აპრილს დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი,
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში“, პირველი წიგნი „ლექსები“ 1955 წელს გამოიცა.
მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
გარდაიცვალა 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლის დროს, გულის შეტევით.
დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.