„გოეთე: შემოქმედება ერთ წიგნად“ – ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება
12 აპრილს, 12 საათზე, თბილისის წიგნის ბაზრობაზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში კავკასიური სახლის ახალი წიგნის – „გოეთე: შემოქმედება ერთ წიგნად“ წარდგენა გაიმართება..
კავკასიური სახლის ინფორმაციით, მთავარი მომხსენებელია ნაირა გელაშვილი.
„გოეთე: შემოქმედება ერთ წიგნად” – წინათქმა:
„ამ წიგნში თავმოყრილია ევროპული კულტურის უკანასკნელი უნივერსალური წარმომადგენლის, გენიალური გერმანელი პოეტის, რომანისტის, მოაზროვნის, სახელმწიფო მოღვაწისა და ბუნების მკვლევრის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1832) ნაწარმოებები, ფრაგმენტები, გამონათქვამები, აზრები, წერილები…
მოზაიკური პრინციპით შედგენილი ეს კრებული დღევანდელ მკითხველს ევროპული, კერძოდ, გერმანული ლიტერატურული კლასიკის დიად სამყაროში შეიყვანს, სამყაროში, რომელიც აღბეჭდილია ჭეშმარიტების დაუცხრომელი მაძიებლობით, მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვით, ადამიანისა და სიცოცხლის მიმართ პატივისცემით, მიუხედავად იმისა, ან სწორედ იმის გამო, რომ ბოლომდე ახილვადებს თავად ადამიანობის მარცხის ყველა შესაძლო პერსპექტივას”.