პარიზის წიგნის ფესტივალზე დოკუმენტური ფილმი – „იოანე ზოსიმე – დაბრუნება“ უჩვენეს

პარიზის წიგნის ფესტივალზე დოკუმენტური ფილმის – „იოანე ზოსიმე – დაბრუნება“ კინოჩვენება გაიმართა.
ფილმი მოგვითხრობს მე-10 საუკუნის უნიკალური ხელნაწერის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოში დაბრუნდა. დოკუმენტური ფილმი რეჟისორმა გურამ ნიკოლაშვილმა და სცენარისტმა ბაჩო კვირტიამ წარადგინეს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონსტანტინე გამსახურდიას პირველი რომანი „დიონისოს ღიმილი“ აუდიტორიას წარუდგინა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერლის შვილიშვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ. თარგმანი ეკუთვნის მაია ვარსიმაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები