ტრამპი 75-ზე მეტი ქვეყნის მიმართ დაწესებულ ტარიფებს 90 დღით აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები 90 დღით აჩერებს 75-ზე მეტი ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფების მოქმედებას.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, შემდგომში ტარიფები 10%-მდე შემცირდება, თუმცა ეს არ ეხება ჩინეთს.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებები აწარმოონ ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, სავალუტო მანიპულაციასთან და არამონეტარულ ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და ამ ქვეყნებს, ჩემი ძლიერი რეკომენდაციით, არ გაუტარებიათ საპასუხო ზომები აშშ-ის წინააღმდეგ არანაირი ფორმით, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერს დონალდ ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები